ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თურქეთში, ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, თურქეთში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულპერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 148 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
- 309 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)
ხანგრძლივობა:
7 დღე
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 23 თებერვლის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge, nini.palavandishvili@gau.edu.ge