ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 170 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 1188 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა Mobility agreement (training);
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
შერჩების კრიტერიუმები:
· GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული პერსონალისათვის
- ინტერნაციონალიზაციის გამოცდილება: 40%
- მოტივაცია: 20%
- პროგრამასთან შესაბამისობა: 20%
- სტაჟი: 20%
განაცხადის გაგზავნა:
- კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ბურგოსის უნივერსიტეტისონლაინ პლატფორმაზე.
- წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ ან ესპანურ ენებზე.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
- ხანგრძლივობა - 7 დღე.
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 25 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ბურგოსის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge