ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში!
ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერდაფინანსებულ ერასმუს+ გაცვლით მობილობაზე სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში (LSB). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბიზნესის სკოლის აკადემიურ პერსონალსა და გაუს ადმინისტრაციულ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ბიზნეს სკოლის აკადემიური პერსონალი და GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა;
დაფინანსება მოიცავს:
- 170 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 395 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად
საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტის ასლი;
- ევროპასის ფორმატის CV;
- კონკრეტულ აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;
- პასპორტის ფოტო;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა;
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი
აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
შერჩევის კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის;
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- საერთაშორისო სტაფ კვირეული ჩატარდება 2026 წლის 18-22 მაისი პერიოდში.
- დამატებითი ინფორმაცია სტაფ კვირეულთან დაკავშირებით:International Staff Weeks | B2
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 31 მარტის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ლუბლიანას ბიზნეს სკოლა, აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge, marine.razmadze@gau.edu.ge