ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თურქეთში, არდაჰანის უნივერსიტეტში!
ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზე, არდაჰანის უნივერსიტეტში, თურქეთში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 148 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 211 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად.
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა - გთხოვთ იხილოთ შაბლონი;
- დასაქმების ცნობა;
- გთხოვთ იხილოთ ადმინისტრაციული პერსონალის გზამკვლევი - Mobility Agreement Training
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 19 ოქტომბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ,,არდაჰანის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; nini.palavandishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge.