ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის, იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში!
შაბათი, 18 აპრილი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+პროგრამაზე, იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 160 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
- 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა (Mobility Agreement Training);
- დამატებითი სერთიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
ხანგრძლივობა:
7-დან 12 დღემდე (მობილობა უნდა განხორციელდეს ივლისის ბოლომდე).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 23 აპრილის 17:00 საათამდე, გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ლაკვილას უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau,edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge