
ცხადდება გაცვლითი პროგრამა იაპონიაში, ჯისენის ქალთა უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, იაპონიაში, ჯისენის ქალთა უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს ისწავლოს ჯისენის უნივერსიტეტის შიდასტიპენდიით ერთი სემესტრის განმავლობაში (2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლებისსკოლის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად(საერთაშორისო სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად).
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოსკანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისმონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტიმშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველასემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასურიქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
მონაწილეობის პირობები:
- სწავლა უფასოდ ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში;
- შერჩეული სტუდენტი თავისუფლდება ჯისენის ქალთა უნივერსიტეტის საცხოვრებლის გადასახადისგან;
- შერჩეული სტუდენტი ერთჯერადად ისარგებლებს ჯისენის ქალთა უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი 100,000 იენის ოდენობის შიდა გრანტით.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- არსებობის შემთხვევაში ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი - TOEFL iBT 61, IELTS 6.0, CEFR B2) ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის ოფიციალური წერილი უნივერსიტეტისგან;
- სარეკომენდაციო წერილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლისსტუდენტებისთვის)
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- კანდიდატურის არჩევა (მიმღები უნივერსიტეტი - Jissen Women’s University).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 24 სექტემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Jissen Women’s University
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge ; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge