სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში: დღე 4

GAU-ს სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში: დღე 4

ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ - ესაა ევროკავშირი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი გაერთიანება, რომელიც ყველაზე ეფექტურად იცავს ერი-სახელმწიფოების იდეას, კულტურებს, რელიგიებს, ეთნიკურ მახასიათებლებს და ამით ქმნის უნიკალურ მრავალფეროვნებას.


GAU-ს პირველი მასშტაბური European Study Trip ევროკავშირის დედაქალაქში დასრულდა. სპეციალურად პროგრამისთვის საქართველოს მასშტაბით 10 სტუდენტი შეირჩა, რომლებიც სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ევროპული გაერთიანების ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურების ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდნენ.


რატომ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები ჩვენი არჩევანი, როგორც მიიღება გადაწყვეტილებები ევროპულ ინსტიტუციებში, რა ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან ევროპელები, რა არის მათი მთავარი გამოწვევა დღეს და რას ფიქრობენ საქართველოსა და მის მომავალზე? ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაც პროექტის ფარგლებში შეხვედრებისა და ვორქშოფების ფორმატში განიხილებოდა.


სტუდენტების დელეგაციასთან ბოლო შეხვედრა ევროპის რეგიონულ და ეკონომიკის კომიტეტში გაიმართა, ინტერაქციული შეხვედრა სტრუქტურების მნიშვნელობასა და ფუნქციებს ეხებოდა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული მუზეუმის საგანმანათლებლო ტურით დასრულდა.


თუ ფიქრობ, რომ დროა შენი ხედვა გახადო გლობალური დარეგისტრირდი პარიზის გაეროს მოდელირების საერთაშორისოსო კონფერენციაზე:


რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის:

https://bit.ly/3jAZ6MZ

რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის:

https://bit.ly/3iXovzT


ჩვენ შენ გეძებთ, ახალგაზრდა ლიდერს, შენი ხედვით, სათქმელით და ევროპული მისწრაფებით.



სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა