სიახლეები და ღონისძიებები

ლევან იზორიას წიგნის პრეზენტაცია GAU-ში!

ლევან იზორიას წიგნის პრეზენტაცია GAU-ში!

ხუთშაბათი, 21 აპრილი, 2022

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ინიციატივით გაიმართა პროფესორის, დოქტორის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიას ახალი წიგნის „თავისუფლება პროცესი სამართლიანობისთვის“ პრეზენტაცია, 21 აპრილს. მოწვეულ სტუმრებსა და სტუდენტებს მიმართა სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ. პრეზენტაცია მოიცავდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორებისა და ლექტორების მოხსენებებს წიგნის შინაარსა და სტრუქტურის შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი, გაიმართა საინტერესო დისკუსია აუდიტორიასა და ავტორს შორის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ „სამართლიანობისთვის, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, საბოლოო ჯამში, ადამიანის გამბედაობაზე, მის ბრძოლის უნარიანობაზეა დამოკიდებული.“-ლევან იზორია

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა