GAU ცენტრალური აზიის საგანმანათლებლო გამოფენაზე - Spring 2026 Begin Edu Fair and B2B Meetings in Tashkent!
ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
2026 წლის 10 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში მონაწილეობა ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) მიიღო. უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ვიცე-დეკანი, სალომე ღუდუშაური და ბიზნესის სკოლის აკადემიური მენეჯერი, მარია არქანია.
გამოფენის ფარგლებში აბიტურიენტები გაეცნენ GAU-ს ინგლისურენოვან პროგრამებს და განსაკუთრებულად, იმ საერთაშორისო შესაძლებლობებს, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს - მათ შორის: Erasmus+ გაცვლით პროგრამებს, Dual პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებს.
ამავდროულად, გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან, სადაც განხილულ იქნა ახალი პარტნიორობობებისა და ერთობლივი პროექტების განვითარების პერსპექტივები.
გამოფენა მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზაციას და GAU-ს პოზიციონირებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.