
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) მონაწილეობა მიიღო GETEX-ის (Gulf Education and Training Exhibition) ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაში, რომელიც მიმდინარეობდა დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით.
გამოფენა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სასწავლო ცენტრებს. GAU-ს მონაწილეობა გამოფენაში მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდასა და საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების დამყარებას.