სიახლეები და ღონისძიებები

GAU-მ ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა

GAU-მ ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა

ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, United Nations High Commissioner for Refugees-თან პარტნიორობით, ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად ფოტოგამოფენას „საქართველო - ჩემი ახალი სახლი, სახლიდან შორს“ უმასპინძლა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების ნამუშევრები, რომლებმაც ახლახან დაასრულეს GAU-ს სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში განხორციელებული ციფრული ფოტოგრაფიის პროგრამა.

სასწავლო კურსი UNHCR-ის ორგანიზებითა და GAU-ს მხარდაჭერით ჩატარდა. პროგრამას ხელმძღვანელობდა გოგა ჩანადირი, რომელმაც მონაწილეებს ფოტოგრაფიის პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში შეუწყო ხელი.

ფოტოგამოფენა მონაწილეთა ისტორიებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა. წარმოდგენილმა ნამუშევრებმა ასახა ახალი გარემოს, იდენტობის, იმედისა და მომავლის ხედვის თემები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის მისიის, გაეროს წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, სტუდენტები, ლტოლვილთა თემის წევრები, გაუს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი და ციფრული ფოტოგრაფიის კურსის ხელმძღვანელი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა