GAU-ს პროფესორმა დინა ასლამაზიშვილმა მადრიდში საერთაშორისო კონფერენციაში InnoVision 2026 მიიღო მონაწილეობა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
2026 წლის 5–6 ნოემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლის პროფესორმა დინა ასლამაზიშვილმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - InnoVision 2026 მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია, სახელწოდებით „The 2nd Global Conference on Business Transformation, Complexity, & Futures“, ორგანიზებული იყო GBSB Global Business School-ის მიერ და აერთიანებდა აკადემიური წრეების, ბიზნესსექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო „Rethinking Business in the Era of Complexity: Foresight, Leadership, and Innovation“ - ბიზნესის გადააზრება კომპლექსურ ეპოქაში, სტრატეგიული წინდახედულობის, ლიდერობისა და ინოვაციების ჭრილში.
დინა ასლამაზიშვილი კონფერენციაზე მიწვეული იყო როგორც სპიკერი და პანელური დისკუსიის მონაწილე. მან წარადგინა მოხსენება თემაზე - „Leading Through the Spiral: Homo Integralis, Phronetic Leadership, and Organizational Futures in an Era of Complexity“, რომელიც კომპლექსურ და მუდმივად ცვალებად გარემოში ლიდერობის თანამედროვე მიდგომებსა და ორგანიზაციების განვითარების მომავალ პერსპექტივებს ეხებოდა.
GAU-ს პროფესორმა ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „Redefining Business Education“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ბიზნესგანათლების ტრანსფორმაციის, აკადემიურ და ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის, ხელოვნური ინტელექტის გავლენისა და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.
InnoVision 2026-ის მიზანი იყო საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაძლიერება, ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და ბიზნესის, ლიდერობისა და ინოვაციების განვითარების ახალი პერსპექტივების განხილვა.
GAU-ს პროფესორის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას, კვლევითი თანამშრომლობის გაფართოებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების განვითარებას.