სიახლეები და ღონისძიებები

GAUელები კანტის აკადემიისა და გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ონლაინ "ქოუჩინგ" დიალოგის შეხვედრაზე

GAUელები კანტის აკადემიისა და გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ონლაინ "ქოუჩინგ" დიალოგის შეხვედრაზე

ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

26 ნოემბერს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტები კანტის აკადემიისა და გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ონლაინ "ქოუჩინგ" დიალოგის შეხვედრას ესწრებოდნენ, რომლის მიზანია სტუდენტების ჩართვა მსოფლიოს მომავლის დაგეგმვის პროცესში ჩართვა, გაეროსთან ერთად.

შეხვედრას, რომელსაც "ქოუჩინგ-სესიის" ფორმატი ჰქონდა, უძღვებოდა პეროსნალური ქოუჩი, კახი ლობაჟანიძე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ საიუბილეო წელს, გაერომ მსოფლიო მასშტაბის დიალოგი წამოიწყო. მსოფლიო კამპანიის მიზანია გლობალური მნიშვნელობის საკითხების კრიტიკული შეფასება და მრავალფეროვანი პერსპექტივებისა თუ შემოქმედებითი იდეების შეგროვება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო 2045 წლისთვის მოსალოდნელი რისკების და შესაძლებლობების შესახებ. ამასთან, ის მიზნად ისახავს გლობალური გამოწვევების მოგვარებაში გაეროს როლის ხელმეორედ განსაზღვრას.  Online თუ Offline, ფორმალურ თუ არაფორმალურ დიალოგებში, UN75 კამპანია ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას.

საქართველოც ჩაერთო UN75  დიალოგში, რათა თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს მომავალი გლობალური პრიორიტეტების ფორმირების პროცესში. საქართველოში UN75 კამპანიის პარტნიორია კანტის აკადემია,  ყველაზე მსხვილი არაფორმალური განათლების პლატფორმა საქართველოში.


აღნიშნულ დიალოგში სტუდენტების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ ახალგაზრდების აზრისა და მომავლის ხედვის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი მომავლის დაგეგმვისას.

GAUელებმა საინტერესო რჩევები და რეკომენდაციები მიიღეს ქოუჩისგან.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა