სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტების გასვლითი პრაქტიკა კომპანია LTB Furniture Components-ში!

GAU-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტების გასვლითი პრაქტიკა კომპანია LTB Furniture Components-ში!

ხუთშაბათი, 11 მაისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტების გასვლითი პრაქტიკა კომპანია LTB Furniture Components -ში!

LTB Furniture Components  2004 წელს დაარსდა და მას შემდეგ მომხმარებლებს სთავაზობს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტს. 

გასვლითი პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ეცნობოდნენ კომპანიის სტრუქტურულ ნაწილს, მართვის და წარმოების მოდელებს. 

შეხვედრის ფარგლებში GAUელებს ჰქონდათ შესაძლებლობა კომპანიის მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, რომელიც აღჭურვილია გერმანული და იტალიური ბრენდების, უახლესი ტიპის, მულტიფუნქციური დანადგარებით, ენახათ საწარმოს მუშაობის პროცესი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ GAU-ში, სწავლების თანამედროვე მეთოდიკა არის დინამიური, პრაქტიკული და თეორიული კომპონენტების გათვალისწინებით. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა