სიახლეები და ღონისძიებები

GAU-სა Mind Technologies-ის ერთობლივი პროექტი

GAU-სა Mind Technologies-ის ერთობლივი პროექტი

პარასკევი, 18 მარტი, 2016

აჩვენე კალენდარზე

ეს Mind Technologies-ის გუნდი და GAU-ს მოტივირებული სტუდენტები არიან, რომლებმაც სწავლასთან ერთად სამუშაო გამოცდილების მიღება გადაწყვიტეს.

GAU კი ამის საშუალებას ყოველთვის იძლევა! 

სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტები კონკურსის წესით შეირჩნენ და თითქმის ერთი თვეა Mind Technologies-ს პროექტებში გადიან სტაჟირებას. ისინი ამბობენ, რომ უკვე ბევრი ახალი ისწავლეს და გამოცდილებას პროექტების მართვის, ასევე პირდაპირი მარკეტინგის სფეროში იღებენ.

კრიტიკული აზროვნება, სწორი გადაწყვეტილებების სწარაფად მიღება, გუნდური მუშაობა და ზოგჯერ რთული ქეისების გადაჭრა - ეს ის უნარებია, რომლებიც სტუდენტებს GAU-ს სასკოლო კონკურსების GAU Challenge-ის პროექტის ფარგლებში მუშაობისას უვითარდებათ. 

ორთვიანი სტაჟირება დასაქმების პერქპექტივითაა, ასე რომ წარმატება ვუსურვოთ GAUელებს.

GAU-სა Mind Technologies-ის ერთობლივი პროექტები გრძელდება და სტაჟირების მსურველ სუდენტებს ისევ ექნებათ სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა