სიახლეები და ღონისძიებები

GAU Minecraft Creative Challenge 2021 წარმატებით დასრულდა

GAU Minecraft Creative Challenge 2021 წარმატებით დასრულდა

კვირა, 16 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

პირველად საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა (IT) და ინჟინერიის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა Minecraft Creative Challenge სკოლის მოსწავლეებისთვის.

Minecraft ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოთამაშეებს შეისწავლონ პროგრამირების უნარების საფუძვლები, შეიძინონ გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და პროექტების მართვის უნარები. Minecraft გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნებისთვისაც და იდეალური გარემოა შემოქმედებითობის და „საზღვრებს მიღმა“ აზროვნების განვითარებისთვის.

GAU Minecraft Creative Challenge-ის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს რამდენიმე ეტაპი, ფინალისტები კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ Minecraft-ის creative mode-ში კონკრეტული თემის გარშემო საუკეთესო კონსტრუქციის/ნამუშევრის შექმნაში!

შეჯიბრის დაწყებამდე რჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ მასტერკლასებს GAU-ის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ლექტორებისგან, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მშენებლობის თემებზე.


GAU Minecraft Creative Challenge 2021 წარმატებით დასრულდა! ფინალურ ეტაპზე მონაწილეებს ისეთი რამის აგება დაევალათ, რაც, მათი აზრით, საქართველოში უკეთეს მომავალს შეუწყობდა ხელს.

  • GAU Minecraft Creative Challenge 2021 წლის გამარჯვებული გახდა ნიკოლოზ მდივანი, გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიიდან;
  • მეორე ადგილზე გავიდა ირაკლი ჯახაია, სკოლა აიბი მთიებიდან;
  • მესამე ადგილი დაიკავა დავით სამხარაძემ, სკოლა-პანსიონი კომაროვიდან;
  • ჩვენი ინოვაციური IT ლაბორატორიის, ჯეოლაბის რჩეული გახდა ანდრო მურადაშვილი, თბილისის 175-ე საჯარო სკოლიდან;  
  • ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის რჩეული გახდა ლუკა ჯიქია, თბილისის 126-ე საჯარო სკოლიდან.


საპრიზო ფონდი:

პირველი ადგილის მფლობელს საჩუქრად გადაეცა:

  • ყურსასმენი Marshall Major III Bluetooth Black და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით!
  • 1,000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მეორე ადგილის მფლობელს გადაეცა:

  • ყურსასმენი Marshall Major III Bluetooth Black და ფულადი ჯილდო 250 ლარის ოდენობით!
  • 600 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მესამე ადგილის მფლობელს გადაეცა:

  • GAU-ს სასაჩუქრე ნაკრები;
  • 400 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში.

ჯეოლაბის რჩეულს სრულად დაუფინანსდება ჯეოლაბის კურსი, მისთვის საინტერესო და სასურველი მიმართულები!

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის რჩეულს საჩუქრად გადაეცა ბიბლუსის ვაუჩერი.

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა