სიახლეები და ღონისძიებები

შეხვედრა - პროფესიული ორიენტაციის თემაზე

შეხვედრა - პროფესიული ორიენტაციის თემაზე

სამშაბათი, 16 თებერვალი, 2016

აჩვენე კალენდარზე

16 თებერვალს, პროფესიული ორიენტაციის განვითარების თემაზე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოსა და თბილისის სკოლის მოსწავლეებს ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) უმასპინძლა. აბიტურიენტებს სწორ პროფესიულ არჩევანსა და კარიერის დაგეგმვაზე GAU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი, თემურ ტორონჯაძე და წარმომადგენლები ესაუბრნენ.

GAU-მ საშუალო და უმაღლესი განათლების ერთობლივი პროექტის ფარგლებში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთათვის 2014 წლიდან დღემდე არაერთი შეხვედრა-სემინარი ჩაატარა. აკრედიტაციის ცენტრთან თანამშრომლობაც ამ ინიციატივის შედეგად დაიგეგმა.

პროფესიული ორიენტაცია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალი დისციპლინაა და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდებისთვის სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთების პროცესში, რაც მომავალში კვალიფიციური კადრების ფორმირებასა და სხვადასხვა სფეროს ეფექტურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა