სიახლეები და ღონისძიებები

კარიერის კვირეული GAU-ში!

კარიერის კვირეული GAU-ში!

სამშაბათი, 04 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

იპოვე, დაინახე კავშირები და იმოქმედე ზეგავლენამდე!

GAU-ს კარიერის ცენტრი ქმნის შესაძლებლობებს შენთვის, რათა იპოვო, დაინახო კავშირები და იმოქმედო ზეგავლენამდე!

კარიერის კვირეული მხოლოდ GAU-ელებისთვის, რომლის ფარგლებშიც 4, 6 აპრილს სტუდენტები შეხვდებიან ორ მეგა კომპანიას: ,,თეგეტა მოტორსა“ და ,,PWC”-ს.


თეგეტა მოტორსი -ბიზნესი 25 წლიანი წარმატების ისტორიით, რომელიც 400 000 მდე საცალო, 4000 მდე საბითუმო და 35 000 მდე კორპორაციულ მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.

შეხვედრის სახელწოდება: ,,დაიწყე კარიერა თეგეტას ფარგლებში“

შინაარსი: შეხვედრის თემატიკა დაეთმობა, სპიკერების მიერ, პროექტებისა და კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობას. შეხვედრა წარიმართება ინტერაქციული ფორმატით.

სპიკერები:  

  • ანი ზურაბაშვილი - შერჩევისა და ტალანტების მართვის სპეციალისტი
  • ვერიკო სიტნიკოვი - HR ბიზნეს პარტნიორი.

შეხვედრის თარიღი და ადგილი: 4 აპრილი, 19:00 საათი; მე-200 აუდიტორია.


PwC - ფრაისუოთერჰაუსკუპერს (PwC) ერთ-ერთი წამყვანი, დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორიული კომპანიაა, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

შეხვედრის შინაარსი: PwC იწევს სტუდენტებს ღია კარის დღეზე, რათა გაიგონ მეტი კომპანიაში არსებული სტაჟირების გავლის და შემდგომ დასაქმებისთვის საჭირო ინფორმაციის შესახებ.
სპიკერები: 

  • თამარ ჯაკობია - კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი
  • ქეთი ჩხილვაძე - აუდიტორიული განყოფილების უფროსი მენეჯერი
  • აუდიტორული განყოფილების უფროსი და უმცროსი კონსულტანტები.

შეხვედრის თარიღი და ადგილი: 6 აპრილი, 19:00 საათი; მე-200 აუდიტორია.

From Network To Impact

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა