სიახლეები და ღონისძიებები

"ახალი ლიცეუმის" მოსწავლეები GAU-ში

"ახალი ლიცეუმის" მოსწავლეები GAU-ში

სამშაბათი, 08 დეკემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

8 დეკემბერს ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა „ახალი ლიცეუმის“ მოსაწვლეებს უმასპინძლა. შეხვედრა ამ სკოლის ინიციატივით სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის ფაკულტეტზე გაიმართა. ახალი ლიცეუმის მოსწავლეები, დირექტორის მოადგილე მაია მესხი და ინგლისურის მასწავლებელი ირინა დიასამიძე GAU-ს ვიცე პრეზიდენტმა, დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიიღო. 

დამამთავრებელი კლასის 11-მა მოსწავლემ მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ ინგლისურენოვანი პრეზენტაციები წარმოადგინა. შესაბამისად შეხვედაზე მოწვეული იყო GAU-ს ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების დეკანი რუსუდან ციციშვილი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა მოსწავლეების ნამუშევრებს.

ახალი ლიცეუმიდან GAU-ს სამართლის სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლაში უკვე ორი სტუდენტი სწავლობს, ისინი დღემდე არ წყვეტენ კავშირს საკუთარ სკოლასთან, სადაც GAU-ს ელჩებად გვევლინებიან. შეხვედრას GAU-ს ლექტორები და სტუდენტებიც დაესწრნენ. დაიგეგმა თანამშრომლობის შემდეგი ნაბიჯები, რაც GAU-ს მიერ სამოქალაქო განთლების, სამართლის, უცხო ენის, ბიზნესისა თუ მოსწავლე-მასწავლებელთათვისსხვა საინტერესო თემებზე მასტერკლასების ჩატარებას გულისხმობს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა