სიახლეები და ღონისძიებები

ბლოგი ვოლ სტრიტის მგელის, მეთიუ მაკჰონაჰის შესახებ - მიშო აიდარაშვილი

ბლოგი ვოლ სტრიტის მგელის, მეთიუ მაკჰონაჰის შესახებ - მიშო აიდარაშვილი

ორშაბათი, 30 ნოემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

მიშო აიდარაშვილი:

სლოგანიც იყო: "ხიდი წარმატებისკენ"

როცა წინა კვირას მეგობარმა GAU-ს სლოგანის შერჩევაზე ერთად მუშაობა შემომთავაზა. ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ გამარჯვებულთა შორის მოვხვდებოდით.

ნერვიულობისაგან გამოუძინებელს, ფილარმონიის წინ რიგში დგომისას თავი სიზმარში მეგონა, მაგრამ ეს შეგრძნება მალე მოლოდინმა ჩაანაცვლა.

რადგანაც ჯორდან ბელფორტის შესახებ მხოლოდ მის შესახებ გადაღებული ფილმიდან მქონდა გაგონილი, მაინტერესებდა პირადად მენახა ის პიროვნება, რომელმაც თავის სფეროში ასეთ წარმატებას მიაღწია.

ვაღიარებ, მარკეტინგის და ზოგადად ბიზნესისადმი ინტერესით არ გამოვირჩევი, მაგრამ როცა უოლ სტრიტის მგელი გამოვიდა სცენაზე, აღმოვაჩინე, რომ, ჩემი შეხედულებების მიუხედავად, დიდი ინტერესით ვუსმენდი მას. მოკლე შესავლის შემდეგ მან აგვიხსნა თავისი სისტემის არსი და მოგვიყვა გარკვეული ხრიკების შესახებ. თვალსაჩინო იყო, რომ ის მასტერკლასის მსვლელობის პროცესშივე იყენებდა ამ ცოდნას და ამის შედეგად ჩვენი დაინტერესების გარდა, თავის გამოცდილებასაც გვიზიარებდა.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მის მიერ მოყვანილი მაგალითები სხვადასხვა სიტუაციების შესახებ. ბელფორტმა ნათლად დაგვანახა განსხვავება გამოუცდელსა და თავისი საქმის პროფესიონალს შორის.

ღონისძიების ორგანიზების ნაწილში ხარვეზების მიუხედავად, ეს მასტერკლასი დიდი საჩუქარია მათთვის, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ბელფორტმა სულ რაღაც 6 საათის განმავლობაში გაგვიზიარა და დიდი მადლობელი ვარ, რომ მეც ასეთი შესაძლებლობა მომეცა.

მხოლოდ ერთ რამეზე დამწყდა გული - იმაზე, რომ ეს მასტერკლასი არა რამდენიმე, არამდე მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა.

უოლ სტრიტის მგელისგან ცოდნის მიღება ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იყო და GAU-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს უნივერსიტეტი მართლაც ჩვენი „ხიდია წარმატებისკენ''!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა