სიახლეები და ღონისძიებები

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": ლაშა ბუღაძე - "ენა, როგორც იდენტობის ნაწილი"

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": ლაშა ბუღაძე - "ენა, როგორც იდენტობის ნაწილი"

ოთხშაბათი, 14 აპრილი, 2021

აჩვენე კალენდარზე

14 აპრილს (2021), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მხარდაჭერითა და ჩვენი სტუდენტების ინიციატივით საჯარო ლექციების სერია "GAU მომავლისთვის" ფარგლებში გაიმართა ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია სახელწოდებით: "ენა, როგორც იდენტობის ნაწილი (1978 წლის 14 აპრილი - ეროვნული მოძრაობის დასაწყისი)."

ლექცია მიეძღვნა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს - მასშტაბურ დემონსტრაციების, რაც თავისთავად გამოწვეული იყო 1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შეჩერების მცდელობით.

1978 წელს საბჭოთა ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად შეეცვალა ქარული ენის კონსტიტუციური სტატუსი, ათასობით ადამიანის პროტესტმა შედეგი გამოიღო და ქართულ ენის სტატუსი ახალ კონსტიტუციაში შენარჩუნდა.

10 წლის შემდეგ კი, 1988 წლის ნოემბერში შეიქმნა „ქართული ენის სახელმწიფო პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას.

საბოლოოდ, ამ მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წელს 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ გამოცხადდა.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, GAU-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის 


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა