საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": ლიკა ღლონტი - „Erasmus+ გაცვლითი პროგრამები“
სამშაბათი, 01 ივნისი, 2021
1 ივნისს (2021), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მხარდაჭერითა და ჩვენი სტუდენტების ინიციატივით საჯარო ლექციების სერია "GAU მომავლისთვის" ფარგლებში გაიმართა  Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის, ქალბატონ ლიკა ღლონტის საჯარო ლექცია, რომელიც ეხებოდა Erasmus+ გაცვლითი პროგრამებს.
	
	
ლექციის ფარგლებში პასუხები გაეცა შემდეგ კითხვებს:
- ვის და როდის შეუძლია Erasmus+ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა?
 - რა პროცედურებია საჭირო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის?
 - რა შესაძლებლობები აქვთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს?
 - რომელ ქვეყნებშია შესაძლებელი სწავლა Erasmus+ ფარგლებში?
 - და ა.შ
 
ლექციის პირდაპირ ეთერში მოსმენის და კითხვების დასმის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, GAU-ს Facebook გვერდზე.