სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს წარმომადგენლები EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის აკადემიურ საერთაშორისო კვირეულზე

GAU-ს წარმომადგენლები EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის აკადემიურ საერთაშორისო კვირეულზე

ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026

აჩვენე კალენდარზე

2026 წლის 20-24 აპრილს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა რიგა-ში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი-ის მიერ ორგანიზებულ აკადემიურ საერთაშორისო კვირეულზე, რომელშიც 15 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიურ, ასევე პროფესიულ აქტივობებში. უნივერსიტეტის კვლევის განვითარების და ხელშეწყობის სამსახურის მენეჯერმა, მარიამ ნიჟარაძემ, საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინა პრეზენტაცია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი-ის შესახებ, სადაც მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემო, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებები.

ამავე პერიოდში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ლექტორს, ნიკოლოზ მაღლაფერიძეს, და ბიზნესის სკოლის ლექტორს, ასია სურმალიანს, შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მე-10 საიუბილეო ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას – etECH, სადაც ორივე მიწვეული იყო სამეცნიერო პრეზენტაციების ჩასატარებლად.

კონფერენციაზე ასია სურმალიანმა წარადგინა ნაშრომი თემაზე: “Macroeconomic Shocks and Geopolitical Risk in International Reserve Management”,
ხოლო ნიკოლოზ მაღლაფერიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევა: “Simulation-Based Managerial Decision-Making Under Uncertainty: A Monte Carlo Approach Using R.”

აკადემიური საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი მასპინძლობდა 15 ქვეყნის 55 წარმომადგენელს, მათ შორის მეცნიერებს, პროფესორებსა და ადმინისტრაციული სფეროს პროფესიონალებს, რამაც მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული ქსელების გაძლიერების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა