სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს წარმომადგენლების ვიზიტი ბულგარეთში!

GAU-ს წარმომადგენლების ვიზიტი ბულგარეთში!

ორშაბათი, 09 თებერვალი, 2026

აჩვენე კალენდარზე

2026 წლის 25-31 იანვარს GAU-ს წარმომადგენლების დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტს ატარებდა ბულგარეთში, სადაც მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება ბულგარულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში GAU-მ პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა მსოფლიო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან (UNWE, სოფია). მხარეები შეთანხმდნენ, რომ GAU-ში განხორციელდება ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები UNWE-ს აკადემიური პერსონალის, პროგრამებისა და სილაბუსების ჩართულობით. პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ UNWE-ს ევროკავშირის დიპლომს.

GAU-ს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ თრაქიის უნივერსიტეტის (სტარა ზაგორა) რექტორს - პროფესორ მიროსლავ კარაბალიევს და განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები.

დელეგაცია მიწვეული იყო ბულგარეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც შეხვდნენ აღმასრულებელ მდივან, ლუბომირ იოსიფოვს და მრჩეველ პროფესორ, კოსტადინ კოსტადინოვს. სამინისტრომ სრულად გამოხატა მხარდაჭერა GAU-სა და ბულგარეთის უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე პროექტების მიმართ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა