სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს სასერტიფიკატო პროგრამები Unlimited Summit-ზე

GAU-ს სასერტიფიკატო პროგრამები Unlimited Summit-ზე

სამშაბათი, 03 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სამუშაო ეკოსისტემის, ციფრული ტრანსფორმაციისა და კორპორაციული კულტურის საკითხებისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიების - Unlimited Summit-ის პარტნიორი იყო.

სამიტმა გააერთიანა პროფესიული განვითარებით, თანამედროვე სამუშაო გარემოთი, ტექნოლოგიური სიახლეებითა და ორგანიზაციული კულტურის განვითარებით დაინტერესებული მონაწილეები.

ღონისძიების ფარგლებში ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა დამსწრეებს GAU-ს სასერტიფიკატო კურსები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები გააცნო.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია უნივერსიტეტის მრავალფეროვანი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო და გადამზადების პროგრამების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.

GAU-ს მონაწილეობა Unlimited Summit-ში პროფესიული განათლების ხელშეწყობას, უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების პოპულარიზაციასა და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურებოდა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა