სიახლეები და ღონისძიებები

GAU Welcome Party 2026 გაიმართა

GAU Welcome Party 2026 გაიმართა

ორშაბათი, 02 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

27 ოქტომბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ტრადიციული სტუდენტური ღონისძიება Welcome Party 2026 გაიმართა, რომელმაც უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსისა და საფეხურის სტუდენტები გააერთიანა.

ღონისძიება Republic Event Hall-ში ჩატარდა და გამოირჩეოდა მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით, გასართობი აქტივობებითა და საჩუქრებით.

საღამოს მუსიკალურ განწყობაზე SALIO-მ და DJ Gelash-მა იზრუნეს. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთად აღენიშნათ ახალი სასწავლო წლის დაწყება, გაეტარებინათ დრო მეგობრებთან და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიებისგან მრავალფეროვანი საჩუქრები გადაეცათ.

GAU მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილეებს, მუსიკალურ შემსრულებლებსა და პარტნიორ კომპანიებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საღამოს ორგანიზებასა და გამრავალფეროვნებაში:

  • ბიბლუსი (Biblusi)

  • Lactalis Foodservice Solutions Georgia

  • ჯამბო (Jambo)

  • Cherry's Fitness

  • მუსიკის სახლი (Music House)

  • მცხეთა რივიერა (Mtskheta Riviera)

  • საშენო პოსტერები (Sasheno Posters)

  • ნიკოლო (Nicolo)

  • GMT Group

GAU Welcome Party 2026 უნივერსიტეტის მთავარი გზავნილის - ACT TO WIN! - გარშემო გაერთიანდა და სტუდენტებს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო აჩუქა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა