სიახლეები და ღონისძიებები

GeoLab-ის სტუდენტების ნამუშევრების პრეზენტაცია

GeoLab-ის სტუდენტების ნამუშევრების პრეზენტაცია

ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

GAU-ში GeoLab-ის პირველი გამოსაშვები საღამო გაიმართა, სადაც სტუდენტებს გადაეცათ დიპლომები და ჩატარდა მათი პროექტების პრეზენტაცია. „ავტოსტოპის'' მობილური აპლიკაცია, თბილისის ''სტრიტარტის'' რუკა, პროგრამირების სასწავლო პორტალი, ვირტუალური საკლასო ოთახი - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც ოთხი თვის განმავლობაში შეიქმნა ლაბორატორიაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ GeoLab - ჯეოლაბი წარმოადგენს მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიას. ეს არის სივრცე, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტების განხორციელებისათვის. ჯეოლაბი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დაგეხმარებათ მოახდინოთ თქვენი კრეატიული აზროვნების და ტექნიკური უნარ-ჩვევების რეალიზება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა