GIMUN - The Evolution of Vision: A New Era of Leadership!
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
მთავარ ახალგაზრდულ პლატფორმაზე ქვეყნის მთავარი მოდელირება იწყება...
სათქმელი ბევრი დაგროვდა. სამყარო წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლება, გამოწვევები დღითიდღე მატულობს, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც კაცობრიობის ევოლუციის ყველა ეტაპზე ყოველი გარდატეხისა თუ ტრანსფორმაციის დროს მზად ვართ მივიღოთ, გავაანალიზოთ, გაბედულად შევხვდეთ ყველა გამოწვევასა თუ ცვლილებას და განვსაზღვროთ ხედვები, რომლებიც უზრუნველყოფენ უკეთეს მომავალს.
ამისთვის საჭიროა ყველა იმ ადამიანის ხედვების სინერგია, ვინც თვლის, რომ მისი მისია ცვლილებების თანაავტორობა და ევოლუციურ პროცესებში აქტიური ჩართულობაა.
ცვლილებები გარდაუვალი გახდა, ამიტომ კანტის აკადემია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აგრძელებს უწყვეტ ტრადიციას და გიწვევთ ქვეყნის მთავარ მოდელირებაზე — გაერთიანებულ სამიტზე, სადაც მოხდება ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირება და ხედვების სინერგია.
United Summit Georgia - გაერთიანებული სამიტი – გაეროს, ნატოსა და ევროკავშირის მოდელირება 19-21 დეკემბერი | თბილისი |
ძლიერი კავშირები და ახალი შესაძლებლობები - ველოდებით მათ, ვისაც ცვლილებების ძალის და მნიშვნელობის სჯერა ჩვენ ვაერთიანებთ ხედვებს, რომ შევცვალოთ სამყარო.
რატომ ეს სამიტი?
- ქვეყნის ყველაზე მასშტაბური MUN-ფორუმის გამოცდილება და ფორმატი – 10 წლიანი გამოცდილება, 15 000 ზე მეტი ლიდერი
- პირველად საქართველოში: გაერო, ნატო, ევროკავშირი ერთ პლატფორმაზე.
- ახალი ფორმატი: United Summit – 13-25 წლის ახალგაზრდებისთვის
- ოფიციალური პარტნიორები ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან - გაეროს საერთაშორისო მოდელირების ასოციაციის პატრონაჟი და ევროპის ყველაზე მასშტაბური გაეროს მოდელირების გაერთიანების აკადემიური ხელმძღვანელობა
- ოფიციალური სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და დიპლომატიური კორპუსიდან
- უნიკალური გამოცდილება, რომელიც მხოლოდ კანტის აკადემიის პლატფორმაზე იქმნება.
რა გელოდება?
- საკომიტეტო სესიები – 3 დღე, გლობალური თემები და გამოწვევები.
- ვორქშოფები – დებატები, მოლაპარაკებები, საჯარო გამოსვლები, დიპლომატია.
- გენერალური ასამბლეა – რეზოლუციები, ახალი ხედვები
- დიპლომატიური კორპუსი – ელჩები, სპიკერები, IMUNA, MUNEUROPE, გაეროს წარმომადგენლები
- ნეთვორქინგი – 200+ ახალგაზრდა ლიდერი საქართველოდან
მონაწილეობა
- ასაკი: 13–25 წლის ახალგაზრდები
- ენა: ინგლისური
- საფასური: 190 ლარი (GAUელებისთვის მოქმედებს სპეციალური პირობები)
- სერტიფიკატი: GIMUN + IMUNA + MUNEUROPE +GAU პარტნიორების ხელმოწერით
- სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/kFHEv
შენი ნაბიჯი. შენი მომავალი.
თუ გაქვს ხედვა, თუ გაქვს სათქმელი, თუ გინდა შეცვალო – აენთე, გაბედე და იმოქმედე ცვლილებებისთვის!
United Summit 2025 – ლიდერშიფის ახალი ერა იწყება... შემოგვიერთდი..