
გაყიდვების მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის I ნაკადის გამოშვება.
ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025
22 აპრილს (2025) გაყიდვების მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის I ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ხელმძღვანელი ანი მეტრეველი და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე დაესწრნენ.
გაყიდვების მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე - გამოცდილი გაყიდვების მენეჯერებისათვის, ვისაც სურს გაყიდვების უნარების განვითარება და უკეთესი შედეგის მიღწევა.
კურსდამთავრებულთა შთაბეჭდილებები:
„კურსი იყო ძალიან ინფორმატიული, საინტერსო და პრაქტიკაში კარგად გამოვიყენებ.“
„მომეწონა ლექტორი და ის ტექნიკები რაც გვასწავლა, ძალიან ინფორმაციული და კარგად გადმოცემული იყო ყველაფერი.“
„ტრენერი ანა მეტრეველი პროფესიონალი, საოცარი გოგოა. ყველაფერი იყო კარგად ორგანიზებული. ტრენინგი იყო ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო.“
GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!