IB Mthiebi X GAU

ორშაბათი, 08 აპრილი, 2024

აჩვენე კალენდარზე

სკოლა პანსიონმა აიბი მთიებმა ექსპრო ჯორჯიაში გამართა წლის შემაჯამაბელი ღონისძიება სახელწოდებით” თანამოქმედება მომავლისთვის”.

რომლის მიზანიც დამსწრე საზოგადოებისთვის, წლის განმავლობაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტების გაცნობა იყო.

GAU აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ პროექტში, კერძოდ აგრო-ბიზნესის განვითარების ნაწილში, სადაც GAU-ს ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტების ხელმძღვანელობით- ირაკლი ჭიღლაძემ (საოპერაციო და ექსპორტის მენეჯერი - Nuts Incorporated IIC-ში) და ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად წარადგინეს აგრო-ფერმის ბიზნეს გეგმა და აღნიშნული დარგის თანამედროვე გამოწვევები.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი, ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი- ნატო ტორონჯაძე და ამავე სკოლის აკადემიური მენეჯერი - მარია არქანია.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა