სიახლეები და ღონისძიებები

INDCOR-ის საერთაშორისო თათბირი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში!

INDCOR-ის საერთაშორისო თათბირი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში!

პარასკევი, 29 მარტი, 2024

აჩვენე კალენდარზე

14-15 მარტს (2024) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში გაიმართა COST-ის (European Cooperation in Science and Technology) მიერ მხარდაჭერილი აკადემიური ქსელის INDCOR-ის (Interactive Narrative Design for Complexity Representation) საერთაშორისო თათბირი. ღონისძიებას უმასპინძლა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლამ და მასში მონაწილეობა მიიღო აკადემიურ ქსელში ჩართულმა მეცნიერებმა 18 სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტიდან (სტოკჰოლმი, ამსტერდამი, დუბლინი, ტურინი და ა.შ.). ქსელში ჩართულია სოციალური მეცნიერებების დარგის წარმომადგენლები.

ორი დღის განმავლობაში, თათბირზე განხილულ იქნა მთელი რიგი საკითხები, რაც უკავშირდებოდა აკადემიური ქსელის საქმიანობს, გეგმებსა და დასახულ მიზნებს. სტუმრებმა მადლიერება გამოთქვეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიმართ გულითადი მასპინძლობისათვის. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა