სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ში სპორტული კომენტირების ინტერაქციული ღონისძიება გაიმართა

GAU-ში სპორტული კომენტირების ინტერაქციული ღონისძიება გაიმართა

ოთხშაბათი, 27 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, Setanta Sports-ისა და Energia by Borjomi-ს ერთობლივი ინიციატივით, სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის ინტერაქციული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად გამოსცადათ სპორტული კომენტატორის როლი და ჩემპიონთა ლიგისა თუ საკალათბურთო მატჩების დრამატული მომენტები გაეხმოვანებინათ.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუდენტები პროფესიონალი კომენტატორებისგან იღებდნენ პრაქტიკულ რჩევებსა და გამოცდილებას, რაც მათ რეპორტაჟებს მეტ ემოციასა და დამაჯერებლობას სძენდა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ Energia by Borjomi-ს პროდუქცია და ენერგიულ გარემოში ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობაში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა