სიახლეები და ღონისძიებები

IROconnect კონსორციუმის შეხვედრა მოლდოვაში

IROconnect კონსორციუმის შეხვედრა მოლდოვაში

სამშაბათი, 15 აპრილი, 2025

2025 წლის 14-15 აპრილს, ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მოლდოვა) ერაზმუს+ პროექტის - IROconnect კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მხრიდან, მას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარა მეჭურჭლიშვილი და ანა ჩორგოლაშვილი, კვლევის განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, ესწრებოდნენ.

ღონისძიების დღის წესრიგი პროექტის აქტივობების კუთხით წინ გადაგმული ნაბიჯების, სტრატეგიული გეგმების, გაციფრულების შესახებ ანგარიშისა და სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამომავლო აქტივობების, მათ შორის ტრენინგების, ESN ვორქშოფისა და EAIE ღონისძიებაზე დასწრების საკითხებს აერთიანებდა.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა