სიახლეები და ღონისძიებები

JBT, ანუ Junior Business Training სკოლის მოსწავლეებისთვის

JBT, ანუ Junior Business Training სკოლის მოსწავლეებისთვის

კვირა, 08 დეკემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

7-8 დეკემბერი (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ორგანიზებით გაიმართა Junior Business Training, ჩვენი წლევანდელი თამაშის Junior Business Competition-ის (JBC) მონაწილე გუნდებისთვის ქალაქგარეთ, მცხეთაში. ორდღიან ბანაკში, რომელიც GAUმ სრულად დააფინანსა, მონაწილეობას იღებდა სკოლა ქორალი, აიბი მთიები და პირველი ექსპერიმენტული სკოლა.

ბანაკი მოიცავდა ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რომელსაც GAU-ს ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორები ლევან გაჩეჩილაძე და გიორგი ჩინჩალაძე უძღვებოდნენ. მეორე კომპონენტი იყო GAU GAME - ეს არის გასართობი და შემეცნებითი ტიპის თამაში, რომლის გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ ილუზიების მუზეუმის ბილეთები.

ტრენინგის ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია, რომელსაც GAU-ს განვითარების მენეჯერი, გია ჩქოფოია უძღვებოდა.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სკოლის მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.

ტრენინგის დასასრულს სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. 

GAU წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს!

#WeAreGAU

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა