სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს ნაძვის ხეების კონკურსი

GAU-ს ნაძვის ხეების კონკურსი

ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2014

აჩვენე კალენდარზე

GAU-ში წელს პირველად გაიმართა ნაძვის ხეების კონკურსი, რომელშიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოთხივე სკოლა ჩაერთო. სტუდენტთა გუნდები ერთმანეთს კრეატივში შეეჯიბრნენ და თემატური ნამუშევრები შექმნეს. მათ თანაბარი ბიუჯეტით ორიგინალური მოსართავები შეიძინეს და ჟიურის სამ წევრს საკუთარი კონცეფციით აწყობილი ნაძვის ხე წარუდგინეს.

სტუდენტების დიზაინი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც გაუ-ს პრეზიდენტი - მაიკლ ქაუგილი, გაუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი - სოფო შუბლაძე და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ქაცარავა იყვნენ. ჟიურიმ ერთხმად აირჩია გამარჯვებული გუნდი, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტები აღმოჩნდნენ. მათ ორიგინალური იდეა შემოგვთავაზეს და გაუ-ს ფერებში გადაწყვეტილი ნაძვის ხე აგურებით, ჭანჭიკებითა და სამშენებლო მასალებით მორთეს.

გამარჯვებული გუნდის წევრები იყვნენ:

  • სოსო ნერსეზაშვილი
  • გიორგი წულაძე
  • თეონა ბიძიშვილი
  • სოფო ჯინორიძე
  • დავით გაჩეჩილაძე
  • სანდრო თვალიაშვილი
  • მარიამ მუხაშავრია 

იმის გათვალისწინებით, რომ დანარჩენი ნაძვის ხეებიც ძალიან საინტერესოდ იყო შესრულებული, ჯომარდობის ფედერაციისგან დაწესებული პრიზი ფედერაციის პრეზიდენტმა ღონისძიების მსვლელობისას გაზარდა - დავით ქაცარავამ არაჩვეულებრივი საჩუქარი - ჯომარდობის ტური - ყველა მონაწილეს გადასცა. გამარჯვებულ გუნდს კი დამატებით თავგადასავალს დაჰპირდა - ისინი გაზაფხულზე „ღამის რაფტინგზეც'' გაემგზავრებიან.

საახალწლო საჩუქრები სტუდენტებს გაუ-ს ადმინისტრაციისგანაც გადაეცათ. ასევე პრიზები რჩეულ მონაწილეებს კომპანია ''Gino paradise”-მა გადასცა.

ნაძვის ხეების ფესტივალზე კონკურსგარეშე ნამუშევარი გაუ-ს სტუდენტების კიდევ ერთმა გუნდმა წარმოადგინა, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით აქტიურად მუშაობს და თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლედამცველ ორგანიზაციასთან „ვომეგობროთ''. ეს იყო უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთათვის შექმნილი ნაძვის ხე, რომელსაც ბრაილის ანბანით აწერია „გილოცავთ ახალ წელს - სიყვარულით „ვიმეგობროთ'' & GAU

GAU არ GAU-რბის სოციალურ პასუხისმგებლობას!

GAU ბენდი

გაუ-ში სტუდენტების ბენდი შეიკრიბა. სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტითა და საახალწლო სიმღერებით ღონისძიებაზე შემდეგი სტუდენტები წარდგნენ:

  • სანდრო კახიძე
  • სოფო შერგელაშვილი
  • ირაკლი აბაშიძე
  • დემნა ამაშუკელი
  • ვერიკო ჭელიძე
  • ნიკა ომიაძე
  • ნინა მირგოროდსკაია

GAU Secret Santa

GAU-ს სტუდენტებმა უკვე ტრადიციად ქცეული Secret Santa ითამაშეს და საიდუმლო დამსაჩუქრებლის ვინაობა სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში გაიგეს.

GAU ყველა სტუმარს გლიტვეინით გაუმასპინძლდა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა