სიახლეები და ღონისძიებები

იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის

იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის

შაბათი, 18 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე

18 მაისს (2019) თბილისის უზენაეს სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანის, პროფესორი ზაზა რუხაძის ორგანიზებით შედგა.

კონკურსში, რომელიც ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას ისახავს მიზნად 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან. Ib მთიები, სკოლა ერუდიტი, თბილისის 175-ე სკოლა, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, თბილისის 123-ე საჯარო სკოლა, პირველი ექსპერიმენტული სკოლა, თამარიონი და თბილისის 23-ე საჯარო სკოლა.

კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავდა ტრენინგებს, რომელიც 4 და 5 მაისს ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა GAU-ს ლექტორი და მოქმედი პროკურორი ლევან ვეფხვაძე. მონაწილე გუნდებს გადაეცათ კაზუსები, რომლებზეც მუშაობდნენ ერთი კვირის განმავლობაში. მეორე ეტაპი გაიმართა 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალში გადავიდა 4 სკოლის გუნდი:

1. Ib მთიები
2. თბილისის 23-ე საჯარო სკოლა
3. თამარიონი
4. პირველი ექსპერიმენტული სკოლა

ფინალური ეტაპი გაიმართა თბილისის უზენაეს სასამართლოში. კენჭისყრის შედეგად გადაწყდა რომელი სკოლები შეხვდებოდნენ ერთმენთს და ამავე პრინციპით შეირჩა რომელი გუნდები დაიკავებდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციებს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის გამარჯვებული გახდა სკოლა თამარიონი, მეორე ადგილი კი დაიკავა IB მთიებმა. კონკურსის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც აუდიტორიას სიტყვით მიმართეს GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკნამა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ, ტურნირის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა. მათ ხაზი გაუსვეს ამ პროექტის მნიშვნელობას და წარმატება უსურვეს თითოეულ მონაწილეს.

ფინალური ტურის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და საჩუქრები GAU-სგან, მათ ასევე გადაეცემათ ვაუჩერები სხვადასხვა გასართობ აქტივობებზე (ფეინთბოლი, ბოულინგი, კარტინგი).

GAU წარმატებას უსურვებს  იმიტირებული სასამართლო პროცესის თითოეულ მონაწილეს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა