სიახლეები და ღონისძიებები

პარიზის საერთაშორისო MUN კონფერენცია

პარიზის საერთაშორისო MUN კონფერენცია

პარასკევი, 07 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

GAU-ში ვაგრძელებთ თქვენთვის ახალი გლობალური შესაძლებლობების შექმნას, იმისთვის, რომ თქვენ იფიქროთ, იაზროვნოთ და იმოქმედოთ გლობალურად. მასშტაბური აზროვნება თქვენს ცოდნას გაამრავალფეროვნებს და გაქცევთ კონკურენტუნარიანად საერთაშორისო არეალზე.

„მტკიცედ გადავწყვიტეთ, კვლავ დავამკვიდროთ რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებების, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ფასეულობის, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობისა და დიდი და პატარა ერების თანაბარი უფლებების შესახებ...“ ამ სიტყვებითა და პოსტულატებით იწყება გაეროს ისტორია.  ერთიანობის იდეით შთაგონებულმა ქვეყნებმა 1945 წელს შეძლეს ბევრი სირთულის მიუხედავად  მსოფლიო მშვიდობისთვის ერთად დგომა და მსოფლიოს ახალი ისტორიის დაწერა. ამ წესდებამ, ხალხებს დანგრეულ სამყაროში წესები და იმედი მოუტანა. ამ ქარტიამ და შეთანხმებამ, დახურა ერთი ეპოქა მსოფლიოში და დაბადა მეორე.

დღეს მიმდინარე გლობალური სირთულეების ფონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ ღირებულებების გააზრება, რომელზეც დაფუძნდა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაცია. ახალი ხედვები, ახალი მიდგომები ახალმა თაობამ უნდა შექმნას, ფასეულობები, რომლებიც შექმნიან ჩვენს უკეთეს მომავალს, ჩვენი მისია ამ თაობის ცოდნით და უნარებით აღჭურვაა სწორედ ამ მიზნით.

GAU იწყებს მსოფლიო მასშტაბით  წამყვან დედაქალაქებში მთავარ უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო პლატფორმებთან პარტნიორობას და გაეროს მოდელირებების საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობას, რაც ნიშნავს იმას რომ GAUელებისთვის და ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტისთვის იქმნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გაეროს მოდელირების ფორუმებზე.

პარიზის გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია სორბონას უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს ჩაერთონ გაეროს მოდელირების ევროპულ ფორმატში და ეზიარონ “ფრანგულ დიპლომატიას”.

კონფერენციის ფორმატი გულისხმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირებას, მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევებისა და თემატიკების განხილვას, მათ შორის საკომიტეტო სამუშაოები სხვადასხვა თემაზე 3 დღის განმავლობაში;

რეზოლუციების შემუშავებას და წარდგენას გენერალურ ასამბლეაზე;

ასევე წინამოსამზადებელი ვორქშოფებს გაეროს მოდელირების პროცედურების, საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების თემებზე;

კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ცოცხალ დიპლომატიურ და პოლიტიკურ პროცესების მოდელირებაში, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება დიპლომატიის პრაქტიკული განზომილების შესახებ, მოირგონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის როლი და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში!

ვეძებთ ახალგაზრდა ლიდერებს, მათ ვისაც გაქვთ ხედვა და მოტივაცია შეცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ, მათ ვისაც გაქვთ სათქმელი და ვინც მზად ხართ იკამათოთ, იდისკუსიოთ 300-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერთან მთელი მსოფლიოდან. ჩვენ გვინდა ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენმა დელეგაციამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს პარიზშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და კიდევ არაერთ სტრატეგიულ ადგილას.

GAU შეარჩევს 10 ახალგაზრდას, მათ, ვისაც პოლიტიკა, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები და ახალი ევროპული კავშირების გაღრმავება აინტერესებს.

მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები. ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 690 ევროს (GAU-ს სტუდენტები 630 ევრო).


ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა:

  • პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
  • ცხოვრებას სასტუმროში 4 ღამის/5 დღე განმავლობაში;
  • ლანჩს და ყავის შესვენებებს კონფერენციის დროს;
  • წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
  • ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
  • აეროპორტის ტრანსფერს;
  • ინგლისურენოვან სერტიფიკატს;
  • თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს;


ეს არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი და არა მარტო ჩვენი სტუდენტებისთვის გაიფართოოთ ხედვები , გაიმდიდროთ კავშირები და გაიზარდოთ გავლენა, რაც მსოფლიო მასშტაბით მეტად კონკურენტუნარიანებად გაქცევთ.

GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ საინფორმაციო ფორმა. სტუდენტების შერჩევა მოხდება სკოლის დეკანების მიერ.

რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3jAZ6MZ

ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს. რეგისტრაციისთვის მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს. რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3iXovzT

რეგისტრაცია სრულდება 2023 წლის 20 აპრილს.

პროექტი განხორციელდება 2023 წლის 1-5 ივნისს. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა