სიახლეები და ღონისძიებები

ღია კარის დღე: ,,რა არის შენი შინაარსი?"

ღია კარის დღე: ,,რა არის შენი შინაარსი?"

ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ღია კარის დღე GAU-ში და ბევრი საჩუქრები აბიტურიენტებისთვის!

რა არის შენი შინაარსი?

კითხვა, რომელიც ერთგვარი გამოწვევაცაა, რადგან საკუთარი თავის შეცნობა სწორედ მსგავსი კითხვებით იწყება, კითხვებით, რომლებიც შენს შინაგან სამყაროში შეგახედებენ და გაპოვნინებენ შენს შინაარსებს. შინაარსის აღმოჩენით და მისი გააზრებით კი მთავარ კითხვებზეც: ვინ ვარ? რა მინდა? რატომ მინდა? პასუხები თავისით გაეცემა და შენც გაუმრავალფეროვანდები.

თუ ეძებ შენს შინაარსს, მაშინ როგორც ჩვენი მეგობრები იტყოდნენ რას ელოდები? არ გაჩერდე, იარე შენი გზით, თვითგამოიხატე და რაც მთავარია გაუმრავალფეროვანდი აქ და ახლა.

გელოდებით GAU-ს ღია კარის დღეზე, რათა გაგაცნოთ GAU-ს შინაარსი და დავსვათ კითხვები, რომლებიც შენი შინაარსის ძიების გზაზე ახალ კარს გაგიხსნის.

გარდა ამისა, თქვენთვის სპეციალური საჩუქრები გვაქვს:

  •  GAU-ს 300 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
  •  Kant-ის სასწავლო ვაუჩერი
  • Cavea-ს კინოს ბილეთები

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის შესაძლებლობები მრავალფეროვანია, მრავალფეროვნება კი შეუზღუდავი, რადგან თავად სამყაროა მრავალფეროვნება. ჩვენი მისია, კი შენში ამ მრავალფეროვნების აღმოჩენა და მის რეალიზებაში დახმარებაა.

ეს არის გაუს შინაარსი და რა არის შენი? მოუსმინე შინაგან ხმას, რას ეძებ შენ?

თუ მზად ხარ გახდე მრავალფეროვნების ნაწილი და მიიღო ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

  • GAU-ს საბაკალავრო პროგრამები
  • პროგრამების ახალი საფასური და საგრანტო სისტემა
  • გაცვლითი პროგრამები
  • სტუდენტური ცხოვრება

მაშინ, მოდი 27 აპრილს, 16:00 საათზე GAU-ს ღია კარის დღეზე და გაუმრავალფეროვანდი.

ჩვენი კამპუსი მდებარეობს თბილისში, მერაბ ალექსიძის #10-ში.

შეხვდი შენთვის საინტერესო მიმართულების დეკანს და მიიღე სრულყოფილი ინფორმაცია სასწავლო პროგრამებსა და სწავლის პროცესზე!

გაიგე მეტი არჩეული პროფესიისა და სასურველი საქმიანობის შესახებ.

იმისათვის რომ, დაესწროთ ღია კარის დღეს, გაიარეთ რეგისტრაცია:  https://bit.ly/35oBzrQ

არ გაჩერდე, გაუმრავალფეროვანდი აქ და ახლა!
აღმოაჩინე შენი თავი გაუსთან ერთად!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა