სიახლეები და ღონისძიებები

ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვა!

ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვა!

ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ადამიანს დაბადებიდან ენიჭება ფუნდამენტური უფლებები, ღირსეული სიცოცხლის და რეალიზების საშუალება.

სამწუხაროდ, ზოგჯერ, გარემო, დამხმარე ფაქტორის ნაცვლად, ხელისშემშლელი ხდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს.

მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისათვის, რეალიზებული იყოს ფიზიკური, ფსიქიკური ჯანმრთელობის, კეთილდღეობის უფლება და სოციალური სამართლიანობის პრინციპები.

მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების არსებობა, სადაც ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროება, რამდენად ვხედავთ და ვაღიარებთ ამ საჭიროებების სხვადასხვა ფორმებს? როგორ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომლებიც პირისპირ დგანან რიგ პრობლემებთან, ინდივიდუალურ, პროფესიულ თუ სახელმწიფო დონეზე.

ქართულ-ამერიკულ უნივერსტეტში, მედიცინის სკოლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ვეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.

აღნიშნული დისკუსიების ფარგლებში განვიხილავთ ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა:

  • ხარისხიანი და ადამიანზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება;
  • პაციენტის უფლებაზე, პროფესიული ეთიკის ნორმებზე დაფუძნებული კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა;
  • პაციენტის ავტონომია და ღირსება;
  • ინკლუზია, როგორც სოციალური სამართლიანობის მთავარი პრინციპი;
  • ადამიანის კეთილდღეობა და ბედნიერება, როგორც სოციალური და ჯანდაცვის სისტემის ვალდებულება;
  • შეზღუდული შესაძლებლობები, გენდერულად სენსიტიური საჭიროებები, გამოწვევები და პრობლემის გადაჭრის გზები.

პანელური დისკუსია ჩატარდება: 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე. (მე-200 აუდიტორია)

პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან:

  • გვანცა კვინიკაძე - გენდერის მკვლევარი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესიული განვითარების ლექტორი
  • თამარ კაპანაძე, თამარ გაბოძე - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ -იურისტები
  • ანი გოგბერაშვილი - გენდერის მკვლევარი;
  • ქეთევან კობიაშვილი - ფსიქოლოგი, გეშტალტ თერაპევტი;
  • ივეტა წითაშვილი - ბედნიერების ფონდის არმასრულებელი დირექტორი, მოწვეული ლექტორი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში;
  • მედეა ხმელიძე - სოციალური მუშაობის მაგისტრი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესიული განვითარების ლექტორი.

დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა