სიახლეები და ღონისძიებები

GAULive: ნესტან რატიანი, “სა-ჭირ-ო ლიტერატურა”

GAULive: ნესტან რატიანი, “სა-ჭირ-ო ლიტერატურა”

სამშაბათი, 14 ივლისი, 2020

აჩვენე კალენდარზე

14 ივლისს (2020), ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) სემესტრის ბოლო ონლაინ საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე “სა-ჭირ-ო ლიტერატურა”. შეხვედრის სტუმარი იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროფესორი, ნესტან რატიანი. მოდერატორობას კი GAU-ს გარე კომუნიკაციების მენეჯერი, ანანო ციცვიძე უწევადა. 

"უცხოური საიტები ხშირად ბეჭდავდნენ ნარკვევებს ეპიდემიების თემაზე, ქართულმა მედიასაშუალებებმაც დაუთმეს დრო ჟამიანობის ლიტერატურის განხილვას.აღმოჩნდა, რომ მწერლები ხშირ შემთხვევაში ოდენ ფაქტის კონსტატირებას კი არ ახდენდენ, იმას კი არ ცდილობდნენ, დაემუშავებინათ საკითხი და წარმოეჩინათ ჟამიანობის გამანადგურებელი შედეგები, არამედ ეძებდნენ მისი აღმოცენების მიზეზებს, ეძებდნენ გზებს და მხატვრულ ხერხებს, რომელთა საშუალებითაც მიანიჭებდნენ ეპიდემიებს ახლებურ სიცოცხლეს.

სხვადასხვა დაავადების აფეთქებების კერა საქართველოშიც გვქონია, იქნებოდა ეს შავი ჭირი, ქოლერა თუ სახადები. რა ვითარებაა ამ მხრივ ქართულ ლიტერატურაში, დაამუშავეს თუ არა ეს თემა ქართველმა მწერლებმა?

დღეს, როცა ადამიანები პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთნენ, ყველა იმ ასპექტმა წამოიწია წინ, რომლებსაც ლიტერატურა ასახავდა. ჩნდება კითხვა: აისახება თანამედროვე ხელოვნებაში ახალი კორონაინფექცია? მე ვფიქრობ, აუცილებლად. როგორ და რანაირად, ამ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, თუმცა მოლოდინებზე საუბარი შეგვიძლია."

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა