2026 წლის 13 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), კარიერის ცენტრის ორგანიზებით, აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე და ChangeMaker Club-ის ფარგლებში დაგეგმილი მოდელირებული ლექციები გაიმართა.
ღონისძიება უნივერსიტეტის პრეზენტაციითა და კითხვა-პასუხის სესიით გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტები გაეცნენ GAU-ს საბაკალავრო და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, სტუდენტურ ცხოვრებას, კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს.
ChangeMaker Club-ის ფარგლებში მომავალ სტუდენტებს ორი ინტერაქციული ლექცია ჩაუტარდათ:
-
„Business Leadership & Mindset“- GAU-ს მარკეტერი გიორგი თაქთაქიშვილი;
-
„Lead Your Life: Managerial Skills & Entrepreneurial Thinking“ - GAU-ს ბიზნესის სკოლის პროფესორი დინა ასლამაზიშვილი.
მოდელირებული ლექციების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მენეჯმენტის, ლიდერობის, მარკეტინგის, სამეწარმეო აზროვნებისა და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ტენდენციები.
ღონისძიების დასასრულს თითოეულ მონაწილეს ChangeMaker Club-ის სერტიფიკატი გადაეცა.
ღია კარის დღემ და მოდელირებულმა ლექციებმა აბიტურიენტებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაცნობოდნენ საუნივერსიტეტო გარემოს, მიეღოთ სტუდენტური გამოცდილება და გაეღრმავებინათ ცოდნა მათთვის საინტერესო პროფესიული მიმართულებების შესახებ.
GAU მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივებით ხელს უწყობს აბიტურიენტების პროფესიულ ორიენტაციასა და მომავალი კარიერის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.