Paris International MUN Conference 2024

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2024

აჩვენე კალენდარზე

ეძიე ახალი გადაწყვეტილებები, ახალი შესაძლებლობები, ახალი კავშირები, რომლებიც შეცვლიან და განსაზვღავენ შენს ცხოვრებას, კიდევ უფრო მეტი თავისუფლებისთვის, წარმატებისა და კეთილდღეობისთვის!

პარიზის გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია სორბონას უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს ჩაერთონ გაეროს მოდელირების ევროპულ ფორმატში და ეზიარონ “ფრანგულ დიპლომატიას”.

GAU შეარჩევს 10 ახალგაზრდას, მათ, ვისაც პოლიტიკა, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები და ახალი ევროპული კავშირების გაღრმავება აინტერესებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გეძებთ შენ:

  • ვისაც გაქვს ხედვა და მოტივაცია შეცვალო მომავალი უკეთესობისკენ;
  • ვისაც გაქვს სათქმელი და მზად ხარ იკამათო, იდისკუსიო 300-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერთან მთელი მსოფლიოდან.

კონფერენციის ფორმატი გულისხმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირებას, მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევებისა და თემატიკების განხილვას, მათ შორის:

  • საკომიტეტო სამუშაოებს სხვადასხვა თემაზე 3 დღის განმავლობაში;
  • რეზოლუციების შემუშავებას და წარდგენას გენერალურ ასამბლეაზე;
  • ასევე წინამოსამზადებელ ვორქშოფებს გაეროს მოდელირების პროცედურების, საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების თემებზე;

კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ცოცხალ დიპლომატიურ და პოლიტიკურ პროცესების მოდელირებაში, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება დიპლომატიის პრაქტიკული განზომილების შესახებ, მოირგონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის როლი და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში!

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს.

მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები. ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 1100 ევროს (GAU-ს სტუდენტები 910 ევრო).

ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა:

  •  პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
  •  ცხოვრებას სასტუმროში 5 ღამის/6 დღე განმავლობაში;
  •  ლანჩს და ყავის შესვენებებს კონფერენციის დროს;
  •  წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
  •  ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
  •  აეროპორტის ტრანსფერს;
  •  ინგლისურენოვან სერტიფიკატს;
  •  თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს;

GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ საინფორმაციო ფორმა. სტუდენტების შერჩევა მოხდება სკოლის დეკანების მიერ.
რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3jAZ6MZ

ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს.
რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის:  https://bit.ly/3iXovzT

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა