პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე 55-ე ნაკადმა სწავლა დაასრულა
შაბათი, 09 მაისი, 2026
8 მაისს (2026) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის ზამთრის სასერტიფიკატო კურსზე საიუბილეო, 55-ე ნაკადის სტუდენტებმა საგამოცდო ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს და სწავლის დასრულება სერტიფიკატების მიღებით აღნიშნეს.
დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და პიარსკოლის თანამდამფუძნებლები სოსო გალუმაშვილი, მაიკო ძირკველიშვილი და პიარსკოლის ლექტორები: კახა მაღრაძე და ანდრო მეტრეველი ესწრებოდნენ.
სამი თვის განმავლობაში სტუდენტებმა შეისწავლეს 12 საგანი. ესენია: ეფექტური კომუნიკაცია, ვიზუალური კომუნიკაცია, მარკეტინგი, ბრენდინგი, მარკეტინგული კვლევა, პერსონალური ბრენდინგი, პიარი, მედიასთან ურთიერთობა, სოციალური მედია და ედვერთაიზინგი, ივენთმენეჯმენტი, BTL, AI პიარში.
GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!