სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს მედია ხელოვნების სტუდენტებისთვის 3D Vector-ის პრაქტიკული ვორქშოფი გაიმართა

GAU-ს მედია ხელოვნების სტუდენტებისთვის 3D Vector-ის პრაქტიკული ვორქშოფი გაიმართა

ორშაბათი, 11 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის 3D Vector-ის მონაწილეობით პრაქტიკული ვორქშოფი ჩატარდა.

ვორქშოფის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ 3D ბეჭდვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სამუშაო პროცესის სრულ ციკლს - მოდელირების მომზადებიდან საბოლოო პროდუქტის დაბეჭდვამდე.

შეხვედრა ინტერაქციული და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებული იყო. მონაწილეებმა თავად გამოსცადეს 3D პრინტერებთან მუშაობა, შექმნეს 3D ლოგოტიპები და დაბეჭდეს საკუთარი ნამუშევრები.

გარდა ტექნიკური ცოდნის მიღებისა, სტუდენტები გაეცნენ 3D ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს დიზაინის, მედიახელოვნებისა და თანამედროვე ვიზუალური კომუნიკაციის სფეროში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა