პროექტი: HER

პარასკევი, 13 ივნისი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, მედიცინის სკოლის ინიციატივით, პროექტი: HER გაიმართა, რომელიც სექსუალური და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალების მხარდაჭერას და სტიგმების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა მიზნად. (8.06.25)

ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს:

  • გამოფენა – ,,What Were You Wearing"

ძლიერი ვიზუალური ინსტალაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ სტერეოტიპს, თითქოს ტანსაცმელი შეიძლება გახდეს ძალადობის მიზეზი. 

გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სამოსი, რომელიც რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით შეირჩა.

  • ხელოვნების ნამუშევრები ქალთა სიმტკიცეზე

გამოფენა მოიცავდა ხელოვნების ნამუშევრებს, რომლებიც გამოხატავდა ძალადობის მსხვერპლი ადამიანების შინაგან სიმტკიცესა და ბრძოლას.

  • პანელური დისკუსია პროფესიონალებთან, სოციალურ მუშაკებთან და სამართლის სპეციალისტებთან ერთად, სადაც განხილული იყო ძალადობის წინააღმდეგ არსებული გამოწვევები, სამართლებრივი მექანიზმები და მხარდაჭერის რესურსები.

ღონისძიების სპიკერები:

  • მედეა ხმელიძე
  • გვანცა ქვინიკაძე
  • ინგა ბერიძე 
  • ელისო ამირეჯიბი

თავდაცვითი ტრენინგი სტუდენტებისთვის

ღონისძიების ბოლოს გაიმართა პრაქტიკული თავდაცვითი ტრენინგი, რომელშიც სტუდენტები წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მონაწილეობდნენ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა