სიახლეები და ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია: ულისე 100 წლისთავი

საერთაშორისო კონფერენცია: ულისე 100 წლისთავი

ოთხშაბათი, 02 თებერვალი, 2022

აჩვენე კალენდარზე

საერთაშორისო კონფერენცია: ულისე 100 წლისთავი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა იწვევს მონაწილეებს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 2-4 ივნისს, ჯეიმს ჯოისის ულისეს ასი წლისთავის აღსანიშნავად.

თ.ს. ელიოტმა ულისეს უწოდა „ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება, რომელიც დღევანდელმა ეპოქამ ჰპოვა; … წიგნი, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი ვალში ვართ და რომელსაც ვერავინ გავექცევით.“ მართლაც, საუკუნის შემდეგ ეს არის წიგნი, რომელსაც ჯერ კიდევ კითხულობენ, განიხილავენ, თარგმნიან, იკვლევენ და რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ მწერლებზე, არამედ მხატვრებზეც, მუსიკოსებიზე, ფილოსოფოსებზე, ფოტოგრაფებსა და კინორეჟისორებზე.

ვიწვევთ მეცნიერებს და სტუდენტებს სხვადასხვა სფეროდან, რათა გამოაგზავნონ ჯოისის ნამუშევრების შესახებ 15 წუთიანი კრეატიული მოხსენება.

თემები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ მითითებული ჩამონათვლით:

  • ულისე: 100 წლის შემდეგ
  • ჯოისის თარგმნა
  • ქსელის ქვეშ: ჯეიმს ჯოისის მრავალენოვნება
  • დიალოგი, მრავალხმიანობა და ჰეტეროგლოსია: ჰომეროსიდან ჯოისამდე
  • გვერდითი ეფექტიანი ჯოისი (ჯოისი და ვიზუალური ხელოვნება, კინემატოგრაფია და ა.შ.)
  • ჯოისის სიხარული
  • პოსტსაბჭოთა ჯოისი
  • ჯოისის ისტორიული ინტერპოლაციები
  • ჯოისი, ევროპული და მსოფლიო ლიტერატურა
  • ჯოისი და მცირე ერების ლიტერატურა
  • პოსტმოდერნი ჯოისი/ჯოისის გავლენა პოსტმოდერნისტ მწერლებზე

გამოაგზავნეთ აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე (დაახლოებით 250-300 სიტყვა) მოკლე ბიოგრაფიით მითითებულ ელ. ფოსტაზე: jamesjoyceconference9@gmail.com

რეფერატების გაგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 აპრილი.

აპრილის ბოლოს გამოირკვევა და დაუკავშირდებიან ყველა შერჩეული მონაწილეს.

კონფერენცია მოიცავს Bloomsday-ის ადრეულ ზეიმს 2022 წლის 4 ივნისს. (16 ივნისის ნაცვლად)

მონაწილეობის საფასური: უცხოელი მონაწილეები - 40 ევრო

                                                   ქართველი მონაწილეები – 50 ლარი

                                                   სტუდენტები - უფასოდ

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა