University of Jaén UJA, International Staff Week 26-30 January 2026!
ორშაბათი, 02 თებერვალი, 2026
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში ორგანიზებულ კვირეულ ღონისძიებაში, რომელსაც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია ეძღვნა. საქართველოში ხაენის უნივერსიტეტის 30 წარმომადგენელი ჩამოვიდა (28.01.2026).
GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობების უფროსმა, თამარა მეჭურჭლიშვილმა ისაუბრა უმაღლესი განათლების როლზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ერასმუს პლუსის პროგრამის მნიშვნელობაზე ევროპული ღირებულებების დამკვიდრებაში.
ხაენის უნივერსიტეტი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ყველაზე ძველი და უდიდესი პარტნიორია. ერასმუსის ფარგლებში GAU-დან 15 სტუდენტმა და 10 თანამშრომელმა გაიარა გაცვლითი პროგრამა ხაენში. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების ახალი შესაძლებლობები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტებისა და ესპანეთის საელჩოს წარმომადგენლები.