სიახლეები და ღონისძიებები

University of Murcia-ს პროფესორის ვიზიტი GAU-ში!

University of Murcia-ს პროფესორის ვიზიტი GAU-ში!

სამშაბათი, 02 აპრილი, 2024

აჩვენე კალენდარზე

University of Murcia-ს პროფესორის, ხუან ანტონიო ბუენდია სანჩეზის საერთაშორისო ვიზიტი GAU-ში! 

პროფესორს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, კვლევის განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა ანა ჩორგოლაშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისმა და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანატმა უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სტუდენტებისთვის ორი ლექცია-სემინარი ჩაატარა, თემაზე: ევროკავშირის სამართალი.

შეხვედრის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სამომავლო პერსპექტივების დასახვა და Erasmus-ის ფარგლებში პარტნიორობის გაფართოება იყო. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა