ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა Erasmus+ აკადემიური მობილობის ფარგლებში ლატვიის ვიდზემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორ იევა გინტერს უმასპინძლა. (19-23 ოქტომბერი)
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი გინტერი შეხვდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტს ბატონ რ. მაიკლ ქაუგილს, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის გუნდსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის წარმომადგენლებს. პროფესორმა გინტერმა ჩაატარა ლექციები სკოლის სტუდენტებისთვის და სკოლის დეკანსა და წარმომადგენლებს მომავალ თანამშრომლობაზე ესაუბრა.
ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება.
ACT TO WIN - DECIDE ERASMUS