სიახლეები და ღონისძიებები

გიორგი ვახტანგიშვილის ღია ლექცია - რა არის ანდროიდი და რატომ უნდა ვისწავლოთ JAVA ანდროიდისათვის?

გიორგი ვახტანგიშვილის ღია ლექცია - რა არის ანდროიდი და რატომ უნდა ვისწავლოთ JAVA ანდროიდისათვის?

ორშაბათი, 07 სექტემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

7 სექტემბერს (2015) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია სახელწოდებით: "რა არის ანდროიდი და რატომ უნდა ვისწავლოთ JAVA ანდროიდისათვის?", რომელსაც უძღვებოდა ნდროიდ დეველოპერი, გიორგი ვახტანგიშვილი.

შეხვედრა გაიმართა ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, მომავლის პროფესიას დაეფლონ და გახდნენ პროგრამისტები სულ რაღაც 90 დღეში, ასევე შექმნან საკუთარი პროექტები. 

სპიკერის რეგალიე:
გიორგი ვახტანგიშვილმა დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის „მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებების“ (MACS) ფაკულტეტი. გავლილი აქვს GDE-ის (Google Developer Expert) ანდროიდ ექსპერტების ჯგუფის ტრენინგი.

2013 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანია „ალტა სოფთვეარიში“ ანდროიდ დეველოპერის პოზიციაზე. მას რამოდენიმე წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ICT სფეროში.

მუშაობდა B2B პროექტებზე ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა ბანკი კონსტანტა და TBC ბანკი.

2014 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანია „მობიუსიში“ მობილური აპლიკაციებისა და თამაშების დეველოპერის პოზიციაზე. ასევე მუშაობს სხვადასხვა Freelance პროექტებზე.

2011, 2012 წლებში მოიპოვა ACM-ის (NEERC) ნახევარფინალის მესამე ხარისხის დიპლომი. 2013 წელს Unihack-ის ჰაკათონზე მოიპოვა მესამე ადგილი (პროექტი CloudLibrary).

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის იყო ხელმისაწვდომი. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა